ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 171 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე 29 496–ე დადასტურებული შემთხვევაა.

ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი აქვეყნებს.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 91 ადამიანია მოთავსებული, მათგან 38–ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, 12–ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში – 19; გაგრაში – 32, მათგან 4 მძიმე პაციენტია; ტყვარჩელში – 15 ინფიცირებულია; სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 95 პირი მკურნალობს, მათგან 12–ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 430 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები