ანდრია ჯაღმაიძე: სააკაშვილზე მეუფეების განცხადება საპატრიარქოს პოზიცია არაა

“საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერას.

მისივე თქმით, კოლექტიური შენდობა არ არსებობს.

“ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ. საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ.

ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში. იდეა პატიებისა და სიყვარულისა ინდივიდუალურად, თითოეულ ადამიანზე გადის. ასე კოლექტიური შენდობა, ცხონება, ცათა სასუფეველში შესვლა არ არსებობს”,- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები