დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება
შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი – ლაშა დარსალია ჟენევაში 12 ოქტომბერს ჩავიდა.
ადამიანის დარღვეული უფლებები და მძიმე მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში – ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელსაც ქართული მხარე დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე დააყანებს.
მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეები განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. მწვავედ დაისმება რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხი. საქართველოს დელეგაცია დააყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, ასევე, განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა.