თამარ გაბუნია: ამჟამად, ჰოსპიტალურ სექტორში 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად, ჰოსპიტალურ სექტორში 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული.

მისივე თქმით, კლინიკებში დღეისთვის 4616 პაციენტი იმყოფება.

„9 ათასამდე საწოლი კვლავაც მობილიზებული რჩება, დღევანდელი მდგომარეობით, 4616 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, რეანიმაციაში არის 255 პირი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1042 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსს, დღევანდელი მდგომარეობით ერთი დოზით აცრილია ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ორივე დოზა სრულად ჩატარებული აქვს 879 630 მოქალაქეს, რაც არის დაახლოებით მოზრდილი მოსახლეობის 30%, იმ მაჩვენებლის, რომლის მოცვასაც ვფიქრობთ”,- აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები