საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს
გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ 4 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავებულებიდან ერთი გუშინ გაათავისუფლეს, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა.