ოკუპირებული აფხაზეთის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ოკუპირებულ აფხაზეთში ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონები, ასევე, სოხუმის აღმოსავლეთ მხარე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას “ჩერნომორენერგო” ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ელექტროენერგიის გამორთვა უკავშირდება “შეშელეთი-2” გადამცემ ხაზზე ავარიას.
ავარიის ლიკვიდაციისთვის ადგილზე “ჩერნომორენერგოს” საავარიო ჯგუფებია გაგზავნილი.