სოხუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა – გაძლიერებულია ე.წ. სამთავრობო შენობების დაცვა

სოხუმში ამ წუთებში დე ფაქტო პარლამენტია შეკრებილი, რომელიც 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს განიხილავს, რა დროსაც ე.წ.დეპუტატ გარი კოკაიას, ომის ვეტერანებსა და მილიციას შორის ინციდენტი მოხდა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არუაა” მომხრეებს დღეს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

გუშინ კი, ე.წ. შს მინისტრმა, დიმიტრი დბარმა გამოძიების დასრულებამდე უფლებმოსილების მოხსნის თხოვნით დე ფაქტო პარლამენტს მიმართა. მისი ინიციატივა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დააკმაყოფილა და, ამიერიდან, დროებით უფლებამოსილებას რუსლან აჟიბა შეასრულებს.

ე.წ.შსს ინფორმაციით, 30 სექტემბერს, 22:15 წუთზე სოხუმში ე.წ. დეპუტატმა, გარი კოკაიამ რესტორან «Rina»-სთან, თანმხლებ პირებთან ერთად, ჰაერში 5 გასროლა განახორციელა.

მილიციის მოთხოვნაზე, იარაღის ჩაბარების შესახებ, მან უარი თქვა. კოკაიასა და მილიციას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა, რის შემდეგაც მან ადგილი დატოვა და მიიმალა. 2 ოქტომბერს მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

უკვე 1-ელ ოქტომბერს, 00:10 წუთზე ე.წ.პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, ალმასხან არძინბა სამსახურებრივი მანქანით ე.წ.შსს-ს შენობასთან მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა, იგინებოდა და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ჰაერში 20-მდე გასროლა განახორციელა, ასევე, ადგილიდან მიიმალა.

“არუაა”-ს წევრები ამბობენ, რომ 30 სექტემბერს 7 ვეტერანია ნაცემი, ისინი ადგილზე მიაგდეს და მიიმალნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები