ოკუპირებულ აფხაზეთში დეპუტატმა ე.წ. შსს-თან ცეცხლი გახსნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ალმასხან არძინბამ, გვიან ღამით ე.წ. შსს-თან კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ცეცხლი გახსნა.
მედია წერს, რომ არძინბა შენობასთან სამსახურებრივი მანქანით მივიდა.
ე.წ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ არძინბამ სროლა უკანონოდ შეძენილი იარაღიდან დაიწყო, ასევე შენობის მისამართით არანორმატიულ ლექსიკას იყენებდა, ჯამში მან 20-მდე გასროლა განახორციელა ჰაერში, რის შემდეგადაც ადგილი დატოვა.