კახა კალაძე: პირველი წერილი „სვეტის“ დაზარალებულისგან, ახალგაზრდა გოგოსგან მივიღე, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ბინათმშენებლობით დაზარალებულების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პრობლემის მოგვარება, რასაც ადამიანები 20 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. უამრავი ოჯახი, ემიგრაციაში წასული ქალბატონები.. ადამიანებმა ერთ დღეს გაიღვიძეს და აღმოჩნდა, რომ ბინებისგან, რომლებიც მათ შეიძინეს, აღარაფერი აღარ არსებობს: არც ბინა, არც ფული.

პირველი წერილი მივიღე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულისგან, ახალგაზრდა გოგოსგან. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი და ძალიან ემოციური. მაშინ ვთქვი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ 10 000-მდე ოჯახს ბედნიერება და სახეზე ღიმილი დავუბრუნეთ. ეს გახლავთ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ დაზარალებულები. სამწუხაროდ, რჩება რამდენიმე პატარა კომპანია და ვპირდები დაზარალებულებს, რომ მათაც აუცილებლად დავეხმარებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები