თბილისში, ბელიაშვილის N12-ში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობასა და რეაბილიტაციას ახორციელებს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი ბელიაშვილის ქუჩის N12-ში განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიცვალა ბალახის ხელოვნური საფარი, განახლდა ფეხბურთის ბადეები და კალათბურთის ფარები, დაიჭიმა მავთულბადეები. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „პე ბე“ 61 137 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები