ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი მეორე ოკუპირებულ რეგიონს – აფხაზეთს სტუმრობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონს – აფხაზეთს სტუმრობს.

ის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

„აფსნპირეს“-ის ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე“ ანატოლი ბიბილოვს „ვიცეპრეზიდენტი“, ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“, დაურ კოვე დახვდნენ.

სააგენტოს მოჰყავს ბიბილოვის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოც, რომ „შესანიშნავ აფხაზურ მიწას“ უსურვებს კეთილდღეობას და „ღმქრთმა ქნას, რომ აფხაზ ხალხს ჰქონდეს მხოლოდ გამარჯვებები“.

ბიბილოვი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდება და 30 სექტემბერს „აფხაზეთის გამარჯვების და დამოუკიდბელობის დღის“ აღნიშვნაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები