ნედ პრაისი: აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიული ნაბიჯების გამო და გმობს რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი, “ტვიტერში”, რუსეთის დუმის არჩევნებისა და რეპრესიული ნაბიჯების შესახებ წერს.
პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებასა და სანდოობას.
“აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიული ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობასა და სანდოობას. ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ხმების უმრავლესობა რუსეთის მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ე.წ. საარჩევნო უბნები იყო გახსნილი ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში. ასევე, ანექსირებულ ყირიმში“, – წერს ნედ პრაისი.
We are troubled by reports of electoral abuses over the 3 days of voting, including ballot stuffing & coercion to vote. The hostile electoral environment restricted political pluralism & prevented the 🇷🇺people from exercising their civil & political rights https://t.co/FsUaW3CLSP pic.twitter.com/TrSgtfNDuG
— U.S. Mission to OSCE (@usosce) September 23, 2021