კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი

თბილისის მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისი და მისი გუნდის სატრანსპორტო პოლიტიკა საცობების წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალია. მისი თქმით, ყველა ის ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა გადადგა და რომლის გადადგმასაც სამომავლოდ აპირებს, აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.

„მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. 2012 წლამდე ქალაქში, დაახლოებით, 185 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა. 2020 წლის მონაცემებით, 685 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. მათი 90% არის ძველი, გამონაბოლქვიანი. ამიტომ დავიწყეთ ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ასევე, მთლიანად ჩანაცვლდება მიკროავტობუსებიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, შემოგვაქვს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ყველა კომპონენტი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ წლების შემდეგ ეს პრობლემა იყოს დაძლეული. ყველა დიდმა ევროპულმა ქალაქმა, სადაც ანალოგიური პრობლემები იყო, იგივე გააკეთა,“ – აღნიშნა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები