არჩილ თალაკვაძე: სისხლი, ტერორი და ძალადობა – ეს არის ის, რაც „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მძიმე ბიოგრაფიად მოჰყვება

“ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ბანერებს, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია გამოსახული წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს”.

მისივე თქმით, სისხლი, ტერორი და ძალადობა  არის ის, რაც „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მძიმე ბიოგრაფიად მოჰყვება.

„რაც შეეხება პლაკატებს, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილის უკურეაქცია იმაზე, რომ დღეს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაფუთული სხვადასხვა ფერში, ნომრებში კვლავ ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, მოქალაქეებზე ძალადობითა და პარტიული ტელევიზების გამოყენებით როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს. მაგრამ ისინი არიან „ოფსაიდში“, რადგან რჩებიან რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალად. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ რასაც ვეთანხმებით და მოგვწონს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საარჩევნო მასალებზე და ბილბორდებზე. ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია. სისხლი, ტერორი, ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად. ვაქცინაციის ბანერები არ გახლავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნაწილი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის პროცესს და ჯანდაცვის პროფესიონალების რეკომენდაციის შესრულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები