თბილისის მერობის კანდიდატისა და მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი მოთხოვნა იყო, რომ დებატები მერობის ყველა კანდიდატს შორის გამართულიყო. მისივე თქმით, ზოგიერთ კანდიდატს მხოლოდ რამდენიმე მათგანთან სურდა დებატების გამართვა, რაც, კალაძის აზრით, დანარჩენი კანდიდატების უპატივცემულობა იქნებოდა.
„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ თექვსმეტივე მერობის კანდიდატი ერთად დავსხდეთ და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დებატები თბილისის მერობის თექვსმეტივე კანდიდატს შორის დღეს გაიმართება.
მერობის კანდიდატები არიან:
ანა დოლიძე („ანა დოლიძე – ხალხისთვის”);
გიორგი გაჩეჩილაძე („გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“);
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ („ჩვენი გაერთიანებული საქართველო“);
თეიმურაზ ბობოხიძე („მამული“);
ევგენი ღვინიაშვილი („მშრომელთა სოციალისტური პარტია“);
გიორგი ლომია („დავით თარხან-მოურავი, ირმა
ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“);
გიორგი ლაღიძე („გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“);
ანა ბიბილაშვილი („ლელო“);
გიორგი გახარია („საქართველოსთვის“);
მიხეილ ქუმსიშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“);
ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);
თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“);
გიორგი ქუთათელაძე („საქართველო“);
კახა კალაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
ზაზა ხატიაშვილი („თავისუფალი საქართველო“);
ქეთევან ნაკაშიძე („მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“).