რუსეთი ცხინვალს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მომავალშიც დაეხმარება – პუტინმა ბიბილოვს ე.წ.რესპუბლიკის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რესპუბლიკის დაარსებიდან 31 წლისთავი მიულოცა.

მილოცვაში აღნიშნულია, რომ დღესასწაული განასახიერებს ე.წ.სამხრეთ ოსეთის იმ ხალხის გამბედაობასა და გამძლეობას, რომლებიც მძიმე ბრძოლაში იცავდნენ თავისუფალი, მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას.

“ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე. მინდა, დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსელი მეგობრების ყოვლისმომცველ დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადაჭრაში ისევე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია წერილში.

პუტინმა ბიბილოვს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო “სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს – მშვიდობა და კეთილდღეობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები