საბურთალოს რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო
საბურთალოს გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა ფანასკერტელის N11-ისა და დოლიძის N 136-ის მიმდებარედ დასრულდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე კიბე და კედლებზე რკინის დამცავი მოაჯირი მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.