გერმანიაში ბუნდესტაგის ვადის ხუთ წლამდე გახანგრძლივებას ითხოვენ
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ომიდ ნურიპურმა და ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის პარლამენტის პრეზიდენტმა თომას შტრობლმა ბუნდესტაგის უფლებამოსილების ვადის ხუთ წლამდე გახანგრძლივება მოითხოვეს.
ბუნდესტაგის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მისი უფლებამოსილების ვადა, ანუ ე.წ. საკანონმდებლო პერიოდი, როგორც წესი, ოთხი წელია.
„ვფიქრობ, გონივრული იქნება ბუნდესტაგის უფლებამოსილების ვადა ხუთ წლამდე გავაგრძელოთ“, – განაცხადა სტრობლმა გაზეთ „ცაიტთან“ ინტერვიუში.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის პარლამენტი და გერმანიის უმეტესი სახელმწიფო პარლამენტი ხუთწლიანი ვადით აირჩევა. წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოების უფლებამოსილების ვადა ევროპის ბევრ ქვეყანაშიც ხუთი წელია. ამიტომ, ბუნდესტაგი, შტრობლის თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს.
ნურიპურმა გაიზიარა ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრება და განაცხადა, რომ ბუნდესტაგის საკანონმდებლო ვადის გახანგრძლივება „სასარგებლო იქნებოდა დემოკრატიული კულტურისთვის“.