თბილისში ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად, 1 586 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 680 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს შპს „ერტედე“ ახორციელებს.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწყობილია.