თბილისში, დოდაშვილის N22-ში ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ს. დოდაშვილის ქ. N22-ში ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცე მოაწყო.
620 კვ.მ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა, განათების ქსელი ლედ სანათებით მოეწყო. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 300 ლარით დაფინანსდა.
სკვერი გუშინ საღამოს კახაბერ ლაბუჩიძემ გახსნა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები