დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირები დაამონტაჟეს

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, რაიონის მასშტაბით უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟს განაგრძობს.
ამ ეტაპზე, 135 გრძივი მეტრი უსაფრთხოების მოაჯირი ტერევერკოს ქუჩის მეორე ჩიხსა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, 10 000 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.
დიდუბის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები