„ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის გამწვანებულ სივრცეებში მულჩის შეტანას განაგრძობს

პს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის გამწვანებულ სივრცეებში მულჩის შეტანას განაგრძობს. ამჯერად, მულჩის შეტანა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განხორციელდა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ორგანულ მულჩს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება. ის ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქია.
დედაქალაქის გამწვანებულ ტერიტორიებზე აღნიშნული ორგანული პროდუქტის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება და ქალაქს სრულად მოიცავს.
როგორც „ეკოსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, მათ მიერ მწვანე ნარჩენებისგან მულჩის წარმოება დედაქალაქის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაზოგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები