ხმალაძე: კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა” 2022 წლიდან ამოქმედდება

“თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა” 2022 წლიდან ამოქმედდება”- – ამის შესახებ ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან აღნიშნული სისტემის ამოქმედების მიზანსა და უპირატესობებზე ისაუბრა.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის”  მთავარი უნარებია – გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით, სპეციალური რეჟიმებისა და გადაწყვეტების შემუშავება და მისი შემდგომი ანალიზი. სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტებისა და საცობების იდენტიფიცირება და მისი დარეგულირების მიზნით, ავტომატურად სპეციალური რეჟიმის შექმნა/განხორციელება. ასევე, მისი უნარია საზოგადოებრივი და სპეციალური ტრანსპორტის იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათი სწრაფად გადაადგილების მიზნით, სპეციალური დერეფნების გათავისუფლება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცემერის განმარტებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა” გზებზე უსაფრთხოების დაცვასა და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული სისტემის მიზანია – გზებზე უსაფრთხოების დაცვა, საცობების და მგზავრობის დროის შემცირება, მოძრაობის საშუალო სიჩქარის გაზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მომხმარებლები არიან მსოფლიოს განვითარებული ქალაქები: სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და კოპენჰაგენი”, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები