ტაქსების რეფორმის III ეტაპი, ახალი სატრანსპორტო საშუალებები, სატრანზიტო დერეფნები – რას მოიცავს კალაძის გუნდის სატრანსპორტო პოლიტიკა

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე რიყის პარკში საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების – სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას მართავს. როგორც მერმა აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა – რომელიც აუცილებლად მოსაწესრიგებელია. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება იყოს ძალიან მარტივი;

380 ახალი ავტობუსი თბილისს, აქედან 180 8-მეტრიანი ახალი ავტობუსია. მომავალ წელს ვაპირებთ, შევისყიდოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი;

მიკროავტობუსების ჩანაცვლება – ვპირდები მოსახლეობას, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა „მარშუტკები“, რომლებიც მოემსახურება მოსახლეობას;

10 სატრანზიტო დერეფანი იქნება ქალაქში, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს გადაადგილებას ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. მათ ექნებათ შესაბამისი საავტოვბუსე ზოლები;

მეტროს ახალი ვაგონები – ჩვენ დავიწყეთ ვაგონების რეაბილიტაცია. რომელიც ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ყველა განახლებულია. ეს რესურსიც ამოიწურა. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ერვოპული ტიპის 40 ვაგონის შესყიდვაზე. ამ თვის ბოლოს გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია.

სამგზავრო აბონემენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ტარიფი. თუ ბილეთს იღებ, მაგალითად, მიკროავტობუსში, საათ-ნახევრის განმავლობაში გაქვს შესაძლებლობა, გამოიყენო და გადაჯდე სხვა საზ.ტრანსპორტში. აბონემენტების სისტემა შემოგვაქვს.

საბაგირო – საბაგიროებთან დაკავშირებით, გვაქვს 2 კონკრეტული ხაზი, სადაც პროექტებს განვახორციელებთ.

ველობილიკების პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება და 260 კმ-ზე მეტი ველობილიკი გაჩნდება დედაქალაქში.

ტაქსების რეფორმის III ეტაპი – რომელიც აუცილებლად განხორციელდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მძღოლებს ჰქონდეთ გარკვეული ბენეფიტი ამ რეფორმის შემდეგ და, ასევე, იმ ადამინებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, ვინც სარგებლობს ტაქსის მომსახურებით”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები