კალაძე: ვპირდები მოსახლეობას, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს დედაქალაქში

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე რიყის პარკში საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების – სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას მართავს. როგორც მერმა აღნიშნა, წლის ბოლომდე დედაქალაქში ყველა ყვითელი მიკროავტობუსი ჩანაცვლდება.

„ვპირდები მოსახლეობას, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა „მარშუტკები“, რომლებიც მოემსახურება მოსახლეობას,“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები