გლდანში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარედ გასართობი და დასასვენებელი ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი გამწვანებული სივრცე და სკვერი მოაწყო. მათ შორის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა” მ.რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.
სამუშაოების შედეგად მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,, ანელომ ” განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 316 573 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები