ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა N31 საჯარო სკოლის ეზოს მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად, N31 საჯარო სკოლის ეზოს მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
„N31 საჯარო სკოლა თავის დროზე დაამთავრა მეცენატმა და ქველმოქმედმა, ნოდარ გიორგაძემ, რომელმაც მიმდინარე წელს მოსწავლეებს სკოლის ეზოში თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი მოუწყო და, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელსვე სკოლის მიმდებარე მთლიანი სივრცე განავითაროს ინფრასტრუქტურულად.
ეს არის მისაბაძი საქციელი ყველა ქართველისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალი თაობისთვის შევქმნათ და განვავითაროთ ჯანსაღი გარემო,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
პროექტის ფარგლებშივე, რეაბილიტირებულ სტადიონთან ამორტიზებული ასფალტის საფარიც ახლით ჩანაცვლდება. მოეწყობა მწვანე სივრცე, დაირგვება ხე-მცენარეები და განთავსდება საპარკე ავეჯი.