“კონგრესმენების ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური “ქართული ოცნებისა” და სრულიად სამთავრობო გუნდის მზაობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შემდეგი თანამშრომლობის გაგრძელების”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს.
“კონგრესმენების ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური “ქართული ოცნებისა” და სრულიად სამთავრობო გუნდის მზაობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შემდეგი თანამშრომლობის გაგრძელების. ჩვენ, “ქართული ოცნების” გუნდმა, შევძელით და გვაქვს ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რა ტიპის თანამშრომლობაც საქართველოს არ ჰქონია ბოლო წლებში, შესაბამისად, ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი ამის დასტური და ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას სფეროების გაფართოებით”,- აცხადებს ოხანაშვილი.