თამარ გაბუნია: საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინაციის გაფართოებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა ბიზნესთან, რათა ვაქცინაციის პროცესი მეტად დაჩქარდეს.

„საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა. ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა, მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა ბიზნესთან, რათა ვაქცინაციის პროცესი მეტად დაჩქარდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები