ანრი ოხანაშვილი: გვჯერა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ და არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ

“გვჯერა, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ და არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება.

“გვჯერა, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ და არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ. გუნდი შეჯერებულია, გვაქვს კონსენსუსი ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო ორი არჩევნების სრული პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები