თამარ გაბუნია: 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.

„12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად ხდება მოძიება იმ გამოცდილებისა და რეკომენდაციების, რაც მოდის სხვა ქვეყნებიდან.

მაგალითად, ბრიტანეთის გამოცდილების მიხედვით, 12-დან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, რამაც შესაძლოა, სასიცოცხლო რისკები შექმნას კოვიდინფექციის განვითარების შემთხვევაში. ზოგიერთი ქვეყანა ცრის ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა მოზარდს.

ამდენად, ჩვენ გჭირდება დამატებითი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ ეს რეკომენდაციები და ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვექნება უფრო მკაფიო პასუხი ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები