წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამ დროისთვის, რეაბილიტაციის პროექტი წყნეთში, გაგრისა და ახალდაბის ქუჩებზე, ასევე, ახალდაბის პირველ შესახვევში განხორციელდა. მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
პროექტის თანახმად, 2000-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა.
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთის, შპს “ლუკრიმ“ შეასრულა.
ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.