თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე მულჩი შეიტანეს
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის გამწვანებულ სივრცეებში მულჩის შეტანას განაგრძობს. ამჯერად, მულჩის შეტანა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ორგანულ მულჩს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება. ის ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქია.
დედაქალაქის გამწვანებულ ტერიტორიებზე აღნიშნული ორგანული პროდუქტის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება და ქალაქს სრულად მოიცავს.
„ეკოსერვის ჯგუფის“ განცხადებით, მათ მიერ მწვანე ნარჩენებისგან მულჩის წარმოება დედაქალაქის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაზოგავს.