ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს I შესახვევში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს I შესახვევში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ლითონის მავთულბადეები, დაიგება ბალახის მწვანე ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდება ლედგანათება.
ამ ეტაპზე, ხორციელდება მავთულბადეების დემონტაჟისა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გატანის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე გაეცნო.
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 112 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები