თბილისში, ქსნის ქუჩაზე მოქალაქემ მოაჯირზე საპარკე სკამი თვითნებურად განათავსა

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისში, ქსნის ქუჩაზე გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა, რომელშიც რკინის მოიაჯირზე განთავსებული საპარკე სკამი და ნაგვის ურნებია ასახული.

აღსანიშნავია, რომ ფოტოც და ვიდეოც ნამდვილია, თუმცა, ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიას არ მიუღია. როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, სკამი კერძო პირმა განათავსა, რომელიც მსგავსი სკამებით ვაჭრობს.

მოქალაქის გადაწყვეტილება მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ადგილზეა მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები