ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობის მიერ დაბინძურებული ნარჩენისგან გაიწმინდა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობის მიერ დაბინძურებული ნარჩენისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 10 თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.