მერია „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას იწყებს – პროექტი 1 200 000 ლარი დაჯდება
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერკმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არსებული სანიაღვრე ქსელი ვერ ატარებს უხვ ნალექს, რის შედეგადაც ამ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი ხდება. მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებისთვის 1 200 000 ლარი დაიხარჯება.
„პროექტის ფარგლებში, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წყლის შეტბორვის პრობლემას მოხსნის. დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილი გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. მომდევნო პერიოდში შეზღუდვები ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება. ამ დისკომფორტისთვის მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ პროექტის განცხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა კალაძემ.