ნაძალადევის რაიონში, N142 საჯარო სკოლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მ.რ-ის II კვარტალში, N142 საჯარო სკოლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.
აღნიშნულ მისამართზე, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, 1 070 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, სკოლის შენობის შესასვლელთან მოეწყო პანდუსი და ლითონის მოაჯირი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ კიბეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 75 000-მდე ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები