პოლიტკოვსკაიას N55-ის მიმდებარედ სპორტული ზონის მოსაწყობად სამუშაოები გრძელდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, პოლიტკოვსკაიას N55-ის (ყოფილი ჯიქიას 9ა) მიმდებარედ სპორტული ზონის მოსაწყობად სამუშაოები გრძელდება. ერთი კომბინირებული სტადიონის მშენებლობა უკვე დასრულდა, კალათბურთის სტადიონის მოწყობა კი ამჟამად მიმდინარეობს. დამონტაჟდა გულშემატკივართა ტრიბუნები.
თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნები, დაახლოებით, 1000 კვ. მ. ფართობზე განთავსდა. გეგმის თანახმად, სტადიონების მიმდებარედ ძაღლების გასასეირნებელი ადგილი ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები