სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის N58-ში, N60-სა და N62-ში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება
სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის N58-ში, N60-სა და N62-ში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება.
სამუშაოები აღნიშნულ მისამართებზე ბორდიურების მოწყობასა და, ასევე, 2268 კვ.მ. ფართობზე ასფალტის დაგებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელი განახლდა. ამჟამად კი, ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
ორივე პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 171 752 ლარი გამოიყო.