დიდუბის გამგეობამ 13 დაზიანებული სპორტული მოედანი აღადგინა

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

ამ ეტაპისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამურად, 13 სპორტულ მოედანზე ჩატარდა, 7 მოედანი დიდუბეში რეაბილიტირდა, ხოლო 6 დაზიანებული საფეხბურთო მოედანი დიღმის მასივში განახლდა.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ  – „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 172 882 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები