გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება

გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ყვავილოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა, თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.
მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი, ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა.
გლდანის რაიონის გამგებელი – ლევან ნაროუშვილი, მოადგილესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 233 035 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები