ციხესიმაგრე სამი ტბის შესართავთან – ლეგენდები ეილენ დონანზე

შოტლანია ცნობილია თავისი ციხესიმაგრეებით და შთამბეჭდავი ნაგებობებით, თუმცა სახელი ეილენ დონანი არც ისე ნაცნობია. ბოლო დროს ეილენ დონანის პოპულარიზაციის ტენდენცია შეინიშნება. “შოტლანდიის ყველაზე ლამაზ ციხესიმაგრეებთან” ერთად ეილენ დონანის სახელსაც ვხვდებით. მისი ფოტოები გამოსახულია უამრავ კალენდარზე, საფოსტო ბარათსა თუ ტურისტების მეგზურ სახელმძღვანელოებზე. ციხესიმაგრის ეროზიული ნაწილის, პატარა კუნძულების და ქვის ხიდის ერთობლიობა ციხესიმაგრეს შუასაუკუნოებრივი ცხოვრების რომანტიკულ სიმბოლოდ აქცევს.

Image result for eilean donan

ეილენ დონანი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც სამი ტბა ხვდება ერთმანეთს მანამ, სანამ ზღვას შეუერთდებიან.

ციხესიმაგრის ისტორია მასავით რომანტიკულია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, კუნძულსაც და ციხესიმაგრესაც ეს სახელი მე-7 საუკუნის ქრისტიანი წმინდანის წმ. დონანის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოღვაწეობდა. მოგვიანებით ის მოკლეს მეკობრეებმა, 52 მიმდევართან ერთად, წირვის დროს.

მეორე ლეგენდა უფრო ტბას და ველურ გარემოს უკავშირდება. სახელი ეილენ დონანი მოდის სიტყვისგან ყავისფერი ძაღლი – “ქუ-დონან”, რომელიც წავების მეფის სახელია. როდესაც წავთა მეფე მოკვდა, ის კუნძულზე დაკრძალეს, ხოლო ციხესიმაგრე, მოგვიანებით, ამ საფლავზე აშენდა.

Image result for eilean donan

ოფიციალური მონაცემებით, ციხესიმაგრე აშენდა მე-13 საუკუნეში ვიკინგთა თავდასხმების შესაჩერებლად. მისი ნაკვალევი დღესაც არსებობს. ის ეზოს რამდენიმე კედელს აერთიანებს, თუმცა ციხესიმაგრის შუასაუკუნეობრივი პერიოდის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.

ციხესიმაგრის გამორჩეული სტრუქტურა თვალშისაცემია თავდაცვითი ნაგებობის ხილვისას, რომელიც მას 1500-იან წლებში დაემატა. სწორედ ეს ნაგებობა ცხადყოფს, რომ რაც არ უნდა რომანტიკული და მიმზიდველი ჩანდეს ციხესიმაგრე, ის თავდაპირველად საომარი დანიშნულებისთვის აშენდა. ციხის ძირითადი ნაწილი შემოსაზღვრულია ტბებით, რაც მას ანიჭებს საუკეთესო პირობებს მტერზე თავდასხმისთვის, ხოლო მისი აღება თითქმის შეუძლებელია.

Image result for eilean donan

1719 წელს ციხესიმაგრე ემსახურებოდა ესპანურ გარნიზონს, რომელიც მხარს უჭერდა იაკობინელებს. მას შემდეგ, რაც ინგლისიდან უკანასკნელი ჯარისკაციც გავიდა, გემებმა ციხე დაბომბეს. მიუხედავად ამისა, ის  გადარჩა, ჩონჩხის სახით…

Image result for eilean donan

ციხესიმაგრე კვლავ დიდხანს დარჩებოდა ნანგრევებში, რომ არა მაკრა-გიილტრატის ოჯახი, რომელმაც იგი 1911 წელს შეიძინა. თავდაპირველად, ისინი აპირებდნენ, რომ შეენარჩუნებინათ მისთვის იმჟამინდელი სახე, მაგრამ შემდეგ გდაწყდა, რომ ნანგრევებისგან გაეწმინდათ ტერიტორია და შენობისთვის რესტავრაცია ჩაეტარებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები