ლატვიაში საჰაერო საფრთხის გამო მორიგი განგაში გამოცხადდა
ლატვიის აღმოსავლეთ რეგიონებში ზედიზედ რამდენიმე დღეა საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილებები ცხადდება.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, განგაშის რეჟიმი ლუძის, რეზეკნესა და კრასლავას მუნიციპალიტეტებში მოქმედებდა, სადაც NATO-ს ბალტიის საჰაერო პატრულირების მისიის ავიაციაც გააქტიურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების ზომები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან არსებული ვითარებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გადაადგილების გამო გამკაცრდა. რამდენიმე შემთხვევაში დროებით შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლაც და მოსახლეობას ტელეფონებზე საგანგებო შეტყობინებები გაეგზავნა.
ლატვიის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დადასტურებული შეჭრა არ დაფიქსირებულა, თუმცა რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების გამო მონიტორინგი გაძლიერებულია.
NATO-ს პარტნიორებთან ერთად ლატვიის სამხედროები აღმოსავლეთ საზღვრის კონტროლს განაგრძობენ.