ორხევის დასახლებაში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
გამწვანების სამუშაოები ორხევის დასახლებაში არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე განხორციელდა, სადაც, ჯამურად, 150 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
გზაგამყოფ კუნძულზე ჭადარი, ირმის რქა, კვიდო შტამბზე, კომპაქტური ტუია, ჭრელფოთოლა ბურთის ფორმის კვიდო და ოლენადრა დაირგო.
გამწვანების სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები