“სიტყვის კაცი ხარ” – ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა

“სიტყვის კაცი ხარ” – ასე მიმართა მოქალაქემ პრემიერმინისტრ​ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ვიცეპრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.
სასულიერო პირებმა პრემიერმინისტრს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა ჩხოროწყუში კულტურის სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ტენდერი დაუყოვნებლივ გამოცხადდება. ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 5,5 მილიონი ლარით დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები