თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი იქნება
საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა. შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე იძებნება.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ საქართველოში რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ის თეოლოგია, ასევე, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას.