თამარ გაბუნია: პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
“პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის, გასული კვირის მონაცემებით, 40%-მდე პედაგოგია ვაქცინირებული 1 დოზით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურია, რომ პედაგოგების 80 პროცენტი აიცრას, რათა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში სწავლება შეძლონ.
„პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის. გასული კვირის მონაცემებით, 40%-მდე პედაგოგია ვაქცინირებული ერთი დოზით, ბუნებრივია, 2 დოზით ვაქცინირებულების რაოდენობაც იმატებს. 80%-ის მიღწევა რეალურია ტექნიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა“, – აცხადებს გაბუნია.