თამარ გაბუნია: პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა, არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან

“პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა, არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ საუბრისას, 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა. 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენს შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები