თამარ გაბუნია – არჩევნების გადადების საკითხზე: ასეთ რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს, წესები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხო ჩატარებისთვის მოქმედებს, საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას იძლევა

“ასეთ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს, წესები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხო ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ.

“მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი, ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს და ემზადება არჩევნებისთვის დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია ამ მიზნებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში და ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმიც არის ამოქმედებული ამ პირობებში. ვაქცინაციის და ტესტირების გათვალისწინებით, ნაკლები რისკებია ნებისმიერი აქტივობიდან მოსალოდნელი, უფრო საშიშია სპონტანური და დაუგეგმავი აქტივობები, რაც ქმნის ეპიდემიის გავრცელების რისკებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები